29/04/12 14:59
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი მიიჩნევს, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილება, გავიდეს დსთ-ს ფარგლებში ხელმოწერილი დარჩენილი 30 ხელშეკრულებიდან ქვეყანას სრულ იზოლაციაში მოაქცევს.
ამის შესახებ მან "გოლოს-როსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ხომერიკმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
"ხელშეკრულებების არსებობის პირობებში, საქართველოს ეძლევა კარგი შანსი იქონიოს ეკონომიკური ურთიერთობები თუ არა რუსეთთან, მაშინ დსთ-ს წევრ სხვა ქვეყნებთან მაინც. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეს ქვეყნები საქართველოსთან აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობას შეწყვეტენ, რაც საქართველოს სრულ ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანს"– მიიჩნევს ექსპერტი.