გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
BBC: ოპოზიცია ალბათ არ მიიღებს არჩევნების შედეგებს, რაც არეულობამდე მივა
09/08/12 11:04
BBC საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას განიხილავს და სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: "ბრძოლა ქვეყნის გულისთვის."
"ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდება. მუშტი-კრივი ორივე მხარის მხარდამჭერებს შორის ხშირია. ბოლოდროინდელ საარჩევნო შეხვედრაზე, ჩხუბის შედეგად სულ ცოტა, ათამდე აქტივისტი და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დასავლელი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის. მაგრამ ძალიან ბევრია დადებული სასწორზე. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ლიდერობს ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში. თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ მონაცემებს და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღაირების პირობას წარმოადგენს. ამან გააჩინა შიში იმისა, რომ ოპოზიცია, ალბათ, არ მიიღებს შედეგებს, რაც არეულობამდე მივა."-წერს BBC, რომელიც მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ეს არჩევნები ასევე უდიდესი გამოწვევაა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისათვის. დასავლეთში არჩევნები აღიქმება როგორც ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს რამდენად შორს წავიდა საქართველო ნატოსა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ და რამდენად შეუძლია მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირების შესრულება. როდესაც ოპოზიცია არ არსებობს, მაშინ ადვილია სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის დემოკრატიული ფასეულობების აღიარება. მაგრამ ასეთი მდიდარი ოპონენტის პირისპირ, ოპონენტისა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა, ეს დემოკრატიული იდეალები ახლა გადიან გამოცდას."

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
17 - 29 °C
ქუთაისი
img
17 - 26 °C
ბათუმი
img
18 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519