გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
გიგა ბოკერია: "მთავრობა უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს იტანს"
13/08/12 11:08
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად, მთავრობა უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს იტანს. ამის შესახებ ბოკერია "ასოშეიტედ პრესს" ესაუბრა. სააგენტოს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოკავშირე ბოკერია "მეცხრე არხის" ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებზე იმის შესახებ, რომ მასზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, კომენტარს არ აკეთებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
ქართული მედია "არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია".
უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ახსენებს ახლახან მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობა, რომლებიც კრიტიკულია მთავრობისადმი. "ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში" - ეს ფაქტი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს.
ბოკერია ამბობს, რომ პირები, რომლებიც ინფო 9-ს ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს დასდევენ კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ თავად ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს მიბაძეს.
"ეს ახალი ტაქტიკა თავად ინფო 9-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს."
თავის მხრივ, ასოშეიტედ პრესი სტატიას ინფო 9-ს ჟურნალისტზე საუბრით იწყებს და წერს, რომ "სადაც არ უნდა წავიდეს, ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიდეოკამერით აღჭურვილი კაცების ჯგუფი დასდევს. "ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტები არიან, სახეში მიკროფონებს აჩეჩებენ, თავს აბეზრებენ უაზრო კითხვებითა და ვულგარული შენიშვნებით. დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მის მეთვალყურეებად არიან გამოგზავნილნი". - წერს "ასოშეიტედ პრესი".