13/08/12 11:18
"ასოშეიტედ პრესი" საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას განიხილავს და სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით "ქართული ოპოზიცია რეპრესიების შესახებ აცხადებს".
"სააკაშვილი იკვეხნის, რომ საქართველო "დემოკრატიის შუქურად" იქცა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატია კლებულობს: ოპოზიციის ლიდერები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაშინების შესახებ განცხადებებს აკეთებენ და მთავრობას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ. არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილს, მულტიმილიარდერს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფს უდგას სათავეში, კოლოსალური ჯარიმები დააკისრეს და მოქალაქეობა წაართვეს."-წერს "ასოშეიტედ პრესი," რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზეც ამახვილებს ყურადღებას.
სტატიის დიდი ნაწილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ეთმობა. ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას აცხადებს:
"მე მას ნიღაბი ჩამოვხსენი: ის არ არის დემოკრატი, ის ნამდვილი დიქტატორია," უთხრა ივანივილმა AP-ს ინტერვიუში, რომელიც სააგენტოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან მდებარე რეზიდენციაში მისცა. "აქ დემოკრატიის სუნიც კი არ დგას."
სტატიის ავტორი ექსპერტებსაც ესაუბრა.
"სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობაა ის, რომ ის საქართველოს დიდი მოდერნიზატორია," განაცხადა თომას დე ვაალმა, კარნეგის ფონდის კავკასიის მკვლევარმა. მაგრამ კრიტიკოსების თქმით, სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიული ღირებულებების ხარჯზე გატარდა."
იმის გამო, რომ აღარაფერს ერიდება, რათა დაბლოკოს ლეგიტიმური პოლიტიკური მეტოქე, სააკაშვილმა, გარკვეული თვალსაზრისით თავისი, როგორც დემოკრატის რეპუტაცია შელახა," ამბობს ჯემა ფირსტი (Gემმა Fერსტ), ევრაზიის ჯგუფის კავკასიის საკითხთა ექსპერტი.
"მიხეილ სააკაშვილის პარტია ყველაზე პოპულარულია საქართველოში, მაგრამ "ქართული ოცნება" ძალას იკრებს. ამერიკული ორგანიზაციის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს 36 პროცენტით, მაგრამ თებერვალში მას 47 პროცენტი ჰქონდა, ხოლო ქართული ოცნების მაჩვენებელმა 10 პროცენტიდან 18 პროცენტამდე მოიმატა". -წერს სააგენტო.