26/08/12 11:38
რუსული სააგენტო "svodka.net" საქართველოში გატარებული რეფორმების წარმატებასა და რუსეთის უკუსვლაზე საუბრობს.
"სანამ რუსეთში ჯერ კიდევ ამაყობენ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციით, რომელიც მათი აზრით მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა, საქართველო ამ ყველაფერს შესაბამისად საქმით პასუხობს. 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსებმა საქართველოს პირველად უწოდეს მტრული ქვეყანა, მან ერთპიროვნულად დაიმკვიდრა ლიდერობა იმ ქვეყანათა შორის, რომლებსაც რუსეთში ცუდად ექცევიან. ერთი მხრივ კი საქართველოს განვითარების მაღალი ტემპები მის მეზობელ უზარმაზარი სახელმწიფოსთვის საკმაოდ არასასიამოვნო მაგალითია", - აღნიშნავს სტატიის დასაწყისში ავტორი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ სერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველომ "პროგრესის რეიტინგში" პირველი ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც რუსეთი ამავე რეიტინგში 97-ე ადგილზე აღმოჩნდა.
"პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში. "ევრობარომეტრის" გამოკვლევების მიხედვით, მისი მოსახლეობის 99%-ს გასული წლის მანძილზე კორუფციის ელემენტები არსად შეხვედრია. ბიზნესის განვითარების პირობების შექმნის მიხედვით კი საქართველო მსოფლიო ლიდერ ქვეყნებთან ერთად ათეულში მოხვდა, მაშინ როდესაც რუსეთი ასეულებში რჩება. საქართველო ლიდერობს სახელმწიფო დოკუმენტების გაცემაში, ასევე პირველ რიგებშია საერთაშორისო ვაჭრობის ჩართულობის საკითხშიც", - აღნიშნულია სტატიაში.
"svodka.net" იუწყება, რომ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2011 წლისთვის საქართველომ მსოფლიოში ტურიზმის ტემპების განვითარების მხრივ პირველი ადგილი დაიკავა. "მწვანე ეკონომიკის" რეიტინგში საქართველომ გაუსწრო არა მარტო რუსეთს, არამედ ამერიკას, ისრაელს და პოსტსაბჭოთა სივრციდან მას მხოლოდ ლატვია და ლიტვა უსწრებენ.
"მიზეზი თუ რატომ აქვს რუსეთს ასეთი უკან ვარდნა ძალიან მარტივია - საქართველოს ირგვლივ შექმნილია საინფორმაციო ვაკუუმი. შესანიშნავი გარღვევა ამ ბლოკადისა იყო ეკონომიკური ანალიზის ცენტრის თანამშრომლის ლარისა ბურაკოვის წინგი "რატომ გამოუვიდა საქართველოს". 2004 წელს საქართველოში "გაი" გაუქმებულ იქნა და ახლადშექმნილი საპატრულო პოლიცია ქრთამებს აღარ იღებდა. ქართველები მიიჩნევენ, რომ მათ კარგი პოლიცია ჰყავთ და მათი ნდობის რეიტნიგი 90%-ს შეადგენს. რუსეთში კი მოსახლეობის 70% პოლიციას არ ენდობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მშენებლობის ტემპები 10-ჯერ გაიზარდა. იმისათვის რომ რუსეთში ბიზნესი წამოიწყოს ადამიანმა დადგენილი ნორმებით, მინიმუმ 30 დღე სჭირდება, ხოლო საქართველოში ეს 2 დღეში კეთდება. საზღვარგარეთის პასპორტის აღება სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოში საქართველოს მოქალაქეებს ერთ დღეშიც შეუძლიათ", - განმარტავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ პატარა ომი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკენეში რუსეთის იმპერიაში დაიგეგმა, 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა, რის მიუხედავადაც საქართველომ მაინც მოახერხა წინ წაწევა.