09/09/12 17:28
გამოცემა "APP" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ ყრილობას გამოეხმაურა.
ჟურნალისტი მეთიუ კოლინი სტატიაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 უზარმაზარი მასობრივი შეკრება მოაწყო იმისთვის, რომ მილიონერი ოპოზიციონერი მომდევნო თვის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხოს.
"სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ათობით ათას მხარდამჭერს ენერგიულად მიმართვდა. მასობრივი შეკრებების საბოლოო კულმინაცია დედაქალაქ თბილისში შედგა. მთელი დღის განმავლობაში ამდენი გამოსვლის შემდეგ ჩახლეჩილი ხმით სააკაშვილმა თქვა, რომ ეს შეკრებები იყო "ყველაზე მასშტაბური აქცია საქართველოს ისტორიაში" და არჩევნების მოგების პირობა დადო", - აღნიშნავს კოლინი.
ჟურნალისტის შეფასებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება პროდასავლური სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნებისათვის".
"შაბათის აქციები იყო ძალის ჩვენება მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მსგავსი ფართომასშტაბიანი აქციები ბოლო თვეების განმავლობაში მოაწყო. სააკაშვილის აქციების მიზანი იყო ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტად გამოეყვანა, რადგან მან თავისი დაახლოებით $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა. ივანიშვილი ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის მმართველი პარტიის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების სწრაფვას იზიარებს", - აღნიშნულია სტატიაში.