09/04/12 14:55
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ანალიტიკოს ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, საქართველოს მთავრობის დაპირება, რომ ის ოქტომბერში სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, უპირობოდ სარწმუნო ვერ იქნება.
ამის თქმის საფუძველს მიტჩელს კოალიცია "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარება აძლევს.
ოპოზიციის ("ქართული ოცნების") მხარდამჭერთა დევნის პრეცენდენტი საქართველოში წარსულში ჩატარებული რამდენიმე არჩევნების დროს დამკვიდრდა. არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე, ოპოზიციის მხარდამჭერებს მკაფიოდ აგრძნობინებენ, რომ მთავრობისთვის შესამჩნევ წინააღმდეგობას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს,"- აცხადებს მიტჩელი The Faster Times ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
მისივე აზრით, გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ძალიან ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ხალხს ოპოზიციის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინო და "ნაციონალური მოძრაობის" შთამბეჭდავ გამარჯვებას ხელი შეუწყო.
გარდა ამისა, ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსაც ეხება. მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხი იმ სამართლებრივი პიროტექნიკის დემონსტრირებაა, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობა" სიამოვნებით გამოიყენებდა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არჩევნებში ძლიერ ოპოზიციასთან დაპირისპირება არ მოუწევდა.
"ბიძინა ივანიშვილი ძალიან მდიდარი ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. მან პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო, თუმცა ის მალევე ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მონაწილეობა გადაწყვიტა. მართალია, საქართველოს მთავრობამ ამ გაწყვეტილებას ბუნდოვანი და სუსტი სამართლებრივი ახსნა მოუძებნა. თუმცა, რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა ივანიშვილს, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში და ბოლო ათი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობს, იმაში მდგომარეობს, რომ მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო საფრთხე შეუქმნა,"-აცხადებს მიტჩელი.