გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
საპატრიარქოს მორიგი განცხადება ბაგრატის ტაძარზე
20/06/12 17:40
საქართველოს საპარტრიარქო ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერონი" უცვლელად გთავაზობთ.
"ამა წლის 20 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. საბჭომ ასევე კვლავ დააყენა საკითხი დასავლეთ მკლავში ბოლო დროს დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციების დაშლისა და ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მისი აღდგენის შესახებ.ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის.შემდგომი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება"- აღნიშნულია განცხადებაში.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
11 - 22 °C
ქუთაისი
img
16 - 27 °C
ბათუმი
img
13 - 22 °C
ზუგდიდი
img
13 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1049
USD
USD
Down
1.6360
RUB
RUB
Down
0.0521