08/06/12 15:10
8 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ, ვარშავაში ნაციონალურ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე პოლონეთის და საბერძნეთის შეხვედრით გაიხსნება ევროპის რიგით 14-ე ჩემპიონატი, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა ერთობლივად მასპინძლობენ - ეს ინფორმაცია "საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სანინისტროს" ვებ-გვერდზე გავრცელდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მატჩს წინ უძღვის საზეიმო გახსნის ცერემონიალი, რომელიც ნახევარი საათით ადრე დაიწყება.
მათივე განცხადებით, ევროპის ჩემპიონატები 1960 წლიდან იმართება და ამ პრესტიჟულ ტურნირს 9 ჩემპიონი ჰყავს. მათ შორის ყველაზე ტიტულოვანია გერმანია, რომელმაც ევროპირველობა სამჯერ (1972, 1980, 1996) მოიგო და სამჯერაც ფინალში დამარცხდა.
"ევროპის პირველ ჩემპიონ საბჭოთა კავშირის ნაკრებში (ფინალში 2:1 დაამარცხა იუგოსლავია) სამი ქართველი ფეხბურთელი იყო: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი",-აღნიშნავენ სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოთა კავშირი შემდეგ კიდევ სამჯერ გავიდა ევროფინალში.