12/05/12 21:35
სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალური მატჩი "არმიასა" და "სოხუმს" შორის დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და არმიელთა სასარგებლოდ 92:66 დასრულდა.
"არმიელებმა" სერიაში 3:0 გაიმარჯვეს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვეს.
შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის პირველი მეოთხედი თანაბარი ანგარიშით, 20:20 დასრულდა. შეხვედრის მეორე მეოთხედში არმიელებმა ანგარიშში სხვაობა 20 ქულამდე გაზარდეს და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდების წარმომადგენლებმა დღევანდელი შეხვედრა შემდგენაირად შეაფასეს: კოტე ტუღუში, "არმია": "მინდა ჩვენს გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო და გამარჯვება მივულოცო. ასევე მადლობას ვუხდი "სოხუმს" და მომავალში წარმატეტებს ვუსურვებ".
ვაჟა კვარაცხელია, "სოხუმი": "მიულოცავ "არმიას" გამარჯვებას. მინდა ვთქვა რომ ეს არის სრულიად გამორჩეული გუნდი, რომელიც ძალიან კარგად არის მომზადებული".
ვახტანგ მინაშვილი, "არმია": "ჩვენ გავიარეთ ფინალამდე ძალიან რთული ეტაპი და სერიოზული მეტოქეები დავამარცხეთ. ფინალისთვის უკეთესად მოვემზადებით, რათა მაყურებლის წინაშე წარმატებულად წარვსდგეთ".
ლაშა ფარღალავა, "სოხუმი": "ვულოცავ "არმიას" გამარჯვებას. არმიელებმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს. მოწინააღმდეგის კალათში ბურთის ჩაგდება თითქმის შეუძლებელი იყო. ჩვენ ფიზიკურად ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა "არმიას" კალათბურთელებს, მაგრამ მესამე ადგილისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ".
ფინალურ შევედრაში კი ერთმანეთს "არმია" და "ოლიმპი" შეხვდებიან, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი "სოხუმი" "ქუთაისს" დაუპირისპირდება.