გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
აზერბაიჯანი უკრაინას სომხეთის საიდუმლო შეიარაღებაში დოკუმენტურად ამხელს
14/08/12 19:34
იმის დასტურად, რომ უკრაინამ გასულ წელს სომხეთის რესპუბლიკას ზალპური ცეცხლის 12 სარაკეტო სისტემა "სმერჩი" და "იგლის" 50 კომპლექტი ნამდვილად მიჰყიდა, აზერბაიჯანულმა მხარემ, ინტერნეტით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელის, სერგეი გმიზის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.
შინაარსის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ 17.09.2011 წელს, საგანგებოდ შექმნილი უკრაინული და სომხური კომპანიების მიერ ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინა აღნიშნული საბრძოლო იარაღის გაგზავნის ვალდებულებას იღებს, რისთვისაც სომხეთის მხარემ შეთანხმებული თანხის 50%-ი გადაიხადა. წერილში აღნიშნულია, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმა ფაქტის შესახებ შეიტყოს. რადგანაც უკრაინას არ სურს საფრთხის ქვეშ დააყენოს აზერბაიჯანთან მისი ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკისა და საომარ-ტექნიკური მიმართულებით, უპრიანი იქნება, თუ უკრაინული კომპანია შეთანხმების შესრულებაზე საჯაროდ უარს გამოაცხადებს, ხოლო სომხური კომპანიის ხელმძღვანელს, გალუსტიანს შესთავაზებს, უკრაინული კომპანიის, როგორც არასაიმედო პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო არბიტრაჟს მიმართოს. დოკუმენტში გაჟღერებულია შეთავაზება, რომ "სმერჩის" შემოტანა კონსპირაციულად, საგანგებოდ შექმნილი ფირმის მიერ მოლდოვადან მოხდეს. ამასთან, ნაწარმზე მარკირება შეცვლილი უნდა იყოს და საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს იარაღი ლიბიის გაძარცვული საწყობებიდან არის შემოტანილი.

აზერბაიჯანული მხარის მიერ, აღნიშნული მაკომპრომატირებელი წერილის გამოქვეყნებას წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის განყოფილების სპიკერის, ალექსანდრე დიკუსაროვის განცხადება უძღვოდა. დიკუსაროვის განცხადებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მასალები, რომლებიც თითქოს ადასტურებს უკრაინის მიერ სომხეთისთვის საომარი საშუალებების მიყიდვის ფაქტს, გაურკვეველი წარმომავლობისაა და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

სწორედ ამის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ ხსენებული წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ფოტოც ერთვის.



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
17 - 29 °C
ქუთაისი
img
17 - 26 °C
ბათუმი
img
18 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519