გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
"ევრო 2012"-ის ფანი 11 უძილო ღამის შემდეგ გარდაიცვალა
01/07/12 21:58
ჩინეთში, ქალაქ ჩანშაში ფეხბურთის ფანი "ევრო 2012"-ის თამაშების ყურებაში გატარებული 11 უძილო ღამის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

"ნიუსქორის" ინფორმაციით, ჯიანგ ხიაოშანის გარდაცვალების მიზეზი სხეულის გამოფიტვა გახდა, რადგან იგი ფეხბურთის მატჩებს მეგობრებთან ერთად, შეუწყვეტლივ 11 ღამის განმავლობაში უყურებდა.

მას შემდეგ, რაც ხიაოშანიმ იტალია-ირლანდიის თამაშს უყურა, სახლში დაბრუნდა, შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა, თუმცა უიღბლო გულშემატკივარს მას შემდეგ აღარ გაღვიძებია.

ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ 26 წლის ფანის უდროო გარდაცვალება ალკოჰოლის, თამბაქოსა და ძილის აღკვეთის კომბინაციამ გამოიწვია. ხიაოშანის მეგობრები მომხდარით შოკირებულნი არიან და აცხადებენ, რომ იგი ცხოვრების სრულიად ჯანსაღი წესით ცხოვრობდა.
"ნიუსქორის" ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინეთში ფანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსხვავებული დროის მონაკვეთში მდებარე ქვეყნებიდან ტრანსლირებული ფეხბურთის მატჩების ყურების გამო დაზარალდა. 2006 და 2010 წლებშიც მსოფლიო თასის თამაშების მსვლელობისას, სხეულის გამოფიტვის გამო, რამდენიმე გულშემატკივრის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ დროის სხვაობის გამო, ფეხბურთის ევროპული ჩემპიონატების ყველა თამაშს ჩინეთში შუაღამისას აჩვენებენ.





ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 27 °C
ქუთაისი
img
13 - 26 °C
ბათუმი
img
17 - 24 °C
ზუგდიდი
img
14 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.2062
USD
USD
Up
1.6478
RUB
RUB
Up
0.0513